„რაც რუსთაველის გამზირზე ხდება არის პოლიცის სისტემის სრული მოშლა, ხელისუფლების კრახი, საქართველო ვერ შედგა როგორც ქვეყანა და ჩემს სიცოცხლეში ეს ქვეყანა უკვე ვერ შედგება, ეს ნამდვილად ვიცი“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვულმა რადიო მაესტროს „სატელეფონო ინტერვიუში“ განუცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქო არის სამარცხვინო ორგანიზაცია, და საერთოდ ყველა ორგანიზებული რელიგია არის ორგანიზებული დანაშაული.
„საქართველოს საპატრიარქომ ამოწურა თავისი-თავი მემგონი, ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ, ასე რომ, მაგათ არ უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ მოძრაობაა ასეთი, რა უნდა ვუყოთ?! ქრისტეს ვუყვარდით ყველა და პატრიარქს ვეზიზღებით, რა ვქნათ? საქართველოს პატრიარქი არის - საქართევლოს სირცხვილი. ქვეყანაში სადაც ერთ კაცსაც კი სცემენ იმიტომ რომ განსხვავებულია, იქ არანაირი სიყვარული, იქ არანაირი ქრისტიანობა არ არის. პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის შეიცავს საფრთხეს იმიტომ რომ ის არის სრული იდიოტი! საქართველოს, რომელსაც შეუძლია ასეთი იდიოტი აიტანოს, ეტყობა ამის ღირსია. აკაკი წერეთელმა, რომ თქვა ფურთხის ღირსიხარ საქარტველოო, მე სულ ვბრაზობდი, როგორ შეიძლება ადამიანმა თავის ქვეყანაზე ასე თქვას. ეტყობა, კარგად ვერ თქვა, ცოტა უფრო გასაგებად უნდა აეხსნა, აი ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და ელოდებიან როდის გავალთ რომ მოგვკლან, აი ეს ადამიანები ფურთხის ღირსი კი არა არაფრის ღირსი არ არიან“, - განუცხადა რადიო მაესტროს ლევან ბერძენიშვილმა.