ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სია კიდევ უფრო გაფართოვდება.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ ადამიანება გამოხატეს აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიისადმი. ისინი საჯაროდ ამართლებდნენ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და ომს უკრაინაში.
"კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეობას; შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია", - წერია განცხადებაში.