73კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტო და 2021 წლის ცემპიონი ლაშა შავდსათუაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრის ოქროს დროში ლაშა შავდათუაშვილმა მესამე შიდო მიაღებინა მეტოქეს და პარიზის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მონღოლმა ცენდ-ოჩირ ცოგბაატარმა (გაიმარჯვა აზერბაიჯანელ შახრამ ახადოვთან შეხვედრაში) და ფრანგმა ბენჯამინ აქსუსმა (მოუგო იტალიელ ფაბიო ბაზილეს) მოიპოვეს.
ამრიგად, შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე გასულმა სამმა ქართველმა ძიუდოისტმა 1 ოქროს და 2 ბრინაჯაოს მედალი (ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა.