ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მან ფინალში შვედი მაციასი დაამარცხა. მეტოქემ სამი გაფრთხილება მიიღო, რის შედეგადაც შავდათუაშვილმა გამარჯვება მოიპოვა.
შავდათუაშვილი პირველი ძიუდოისტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც მოგებული აქვს ოლიმპიური ოქროს მედალი, ასევე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები.
შავდათუაშვილმა ოლიმპიური ოქრო 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე, 20 წლის ასაკში მოიპოვა 66 კგ. წონით კატეგორიაში. მან ევროპის ჩემპიონის ტიტულები 2016 და 2017 წლებში მოიპვა 73 კგ. კატეგროიაში. გარდა ამისა, არაერთი ჩემოპინატში აღებული აქვს პირველი ადგილი გუნდურად, არის ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ხოლო 2016 წლის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი მოიპოვა.