global distribution
გარე ავეჯი

ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა შეცვლილი წესებით მოხდება. საზღვარზე გატარების ცვლილება მაისამდე იმოქმედებს, - ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული განცხადებით თანახმად, ცვლილება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება.

„13 აპრილიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო - გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11 დან 6 ზოლამდე შემცირებით“, - ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

460