გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი და დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში გამოცხადებულ ვირუსის მესამე ტაღასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არაფერი არ გაკეთდა სწორად, რომ მესამე ტალღა არათუ არ დაწყებულიყო, ცოტა შერბილებულიყო მაინც.
“ყოველთვე 300 ოჯახში შედის სიკვდილი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. უკვე სამ კვირაზე მეტია, გაქანებული მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა - უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ!", - განმარტავს ფხაკაძე.