თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი
ჩვენ აღარ გვრჩება სივრცე ვიყოთ კიდევ იგივე პოზიციაში, რომელშიც 209 დღის განმავლობაში ვიყავით. ამიტომ, გადავალთ ქმედების ისეთ ფორმებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს თავისი არასწორი დამოკიდებულება და პოზიცია, - ამის შესახებ „რიონის ხეობის“ ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა.
 
მისი თქმით, ქმედებებში იგულისხმება მსვლელობა, პიკეტირება და ა.შ. თუმცა, უფრო დეტალურად გეგმის შესახებ დღეს ტრიბუნიდან მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.
 
გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რომელი ქუჩა გადაიკეტება კონკრეტულად, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად გადაიკეტება და ეს პროცესები გაგრძელდება „ან აქ ან სხვაგან, იგივე რიონის ხეობაში, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება საზოგადოების სასარგებლოდ“.
 
ამასთან, გოლეთინმა აღნიშნა, რომ აქამდე დასახელებულ გეგმებსაც გაყვებიან. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ.
 
„გვინდა, რომ მოვუწოდოთ განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი ვიყოთ, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი მისამართით აგორებულია კამპანია, თუმცა ამას ზურგს არცერთი ფაქტი არ უმაგრებს და ჩვენი მისამართით ვერავინ დადო რაიმე ისეთი დამადასტურებელი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად მართულია ვინმესგან. ეს არის შეთითხნილი ბრალდებები სოციალურ მედიაში, ამიტომ, ვფიქრობ, ამაზე საზოგადოებამ გააკეთოს ადეკვატური რეაქცია.
 
ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მარტო გავიტანთ ამ ბრძოლას ბოლომდე. აქ არის მხარდაჭერის საკითხი. ეს ბრძოლა 5 კაცის მიერ არის დაწყებული და ის, რომ ათიათასობით ადამიანი ამ ბრძოლაში ჩართულია და მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ეს მოიტანა სამართლიანმა და არგუმენტირებულმა ნაბიჯებმა, რომლებიც აქამდე გადავდგით და დღესაც ვდგამთ, თუმცა, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობისგან საჭიროა იმისთვის, რომ ადეკვატურად შეაფასოს ყველამ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად მონაწილეობა ამ პროცესში. საზოგადოებამ იცის, რა მიზამს ემსახურება „ფეიკ ნიუსები“ და ზოგადად, რატომაც ვრცელდება, ამიტომ, წესით ამ პროცესის სიჯანსაღეს საზოგადოება ადეკვატურად ხედავს.
 
ჩვენ, ზოგადად ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას და დამოკიდებულებას ანუ გადაწყვეტის ნაწილში არაფრის ცვლილებას რომ არ აპირებენ, ფაქტია. ამას დღევანდელი განცხადებიდანაც ვხედავთ, ამიტომ არის საჭირო, რომ საზოგადოება გაერთიანდეს ამ უსამართლობის წინაშე“, - აცხადებს გოლეთიანი.
1139