jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მორიგ უახლეს კვლევებს ავრცელებს და წერს, რომ კოვიდის ახალი შტამის - ომიკრონი (BA.2)-ს შემთხვევაში, კოვიდ გადატანილების იმუნიტეტიც არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან. 
 
მისივე თქმით, ძველ ომიკრონთან შედარებით ეს 1.5-ჯერ უფრო გადამდებია. 
 
“კოვიდ გადატანილები (სავარაუდოდ, BA.1 ომიკრონითაც), ორჯერ აცრილები ფაიზერით და სინოვაკი/სინოფარმით (ამ ორმა ვაქცინამ საერთოდ დაკარგა ეფექტურობა)არ არიან დაცული!
 
ბოლო სიახლეები ასევე “ჯოგური იმუნიტეტის” შესახებ. კოვიდ გადატანილების იმუნიტეტი არ იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, განსაკუთრებით ომიკრონის ახალი შტამის (BA.2) შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცრლებულია საქართვრლოში! 
 
ორი დოზა ფაიზერი და მოდერნა ვეღარ გიცავთ (დაახლოებით 30% დაცულობა აქვს). სინოფარმი და სინოვაკი საერთოდ ვერ გიცავთ 3 დოზაც.  აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინის 3 დოზით”- წერს გიორგი ფხაკაძე.
 
 
3316