ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.
ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6 649 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 ინფიცირებული. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370-მდე.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 46389, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 29181, PCR ტესტით - 17208.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,22%, ბოლო 14 დღის - 10.86 %, ბოლო 7 დღის - 10.98%.
სულ აცრილია - 907 665, დღიურად აცრილია - 23 986 ადამიანი.