დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1364 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 423 ადამიანი, 22 კი გარდაიცვალა.
NCDC-ის ცნობითვე, დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 33 629-ს შეადგენს.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თბილისია, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირების 811 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.