ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 4428 პირი.
მათივე ინფორმაციით, დღიურად ჩატარდა 51 440 ტესტი.