საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 8 503 ადამიანი, ჩატარდა 45 623 ტესტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.80%.
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
თბილისი – 7 078
აჭარა – 1 734
იმერეთი – 1 740
ქვემო ქართლი – 661
შიდა ქართლი – 554
გურია – 119
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640
კახეთი – 206
მცხეთა – მთიანეთი – 136
სამცხე – ჯავახეთი – 268
რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
სულ საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1 009 778 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 980 გარდაიცვალა.