jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ და დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს.
„მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. მათ შორის, რას მოიცავს: მოვაჭრის ვალდებულებები, მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები, შეძენილი საქონლის და მომსახურების დაბრუნების წესი და სხვა.
თუ დაირღვა თქვენი უფლებები, დაგვიკავშირდით - (032) 2 05 4422; 598 05 4422 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საინფორმაციო ვიდეო კლიპი მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
211