კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, – ამის შესახებ აშშ-ის, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ის, რაც ვიხილეთ, იყო ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე, ჩვენ ის ვიხილეთ მოქმედებაში. ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, ვინც ვართ ჩვენ, ყველა დონეზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე იყო პოლიტიკური ძალადობის და ამომრჩეველთა დაშინების მტკიცე უარყოფა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად დემოკრატებმა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს, წარმომადგენელთა პალატაში კი უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.