საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პირდაპირ ეთერში სახეში დაარტყა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „რუსულ კანონს“ განიხილავენ. გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს სწორედ მამუკა მდინარაძე წარადგენდა. დეპუტატი ტრიბუნასთან იდგა და საკითზე განცხადებას აკეთებდა, რა დროსაც მასთან მოულოდნელად მიიჭრა ალეკო ელისაშვილი და სახეში მუშტი გაარტყა. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, თუმცა ლაივ-რეჟიმი გაითიშა.
"ქუდზე კაცი და უნდა გავყაროთ ესენი. სულ ვცდილობდი მეთანამშრომლა, ადამიანურად მელაპარაკა, და რუსეთში მიგვათრევენ, ულაპარაკოდ. სამი საათია ბლუკუნებენ, შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ. ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა, ესენი უნდა გავყაროთ. ამოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტს და გამიგდეს მერე", - თქვა სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა.