როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, "კომენდანტის სათი" 1 საათით შემცირდება.
მისივე განმარტებით, კომენდანტის საათის შემსუბუქების გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა დღეიდან იქნება 23:00 საათიდან 4:00 საათამდე"- განაცხადა ღიბრაძემ.