აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში, კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი” ავრცელებს.
კოლინ პაუელი იყო აფრიკული წარმოშობის პირველი ამერიკელი სახელმწიფო მდივანი (2001-05) წლებში. ის იყო პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-89) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი (1989-93).