golden brand
ავერსი ნემო

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების მიხედვით, საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გაგრძელდა სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჰუმანიტარული ჩართულობის პროგრამები.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავს 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა.

„საანგარიშო პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ, 4.7 მლრდ დოლარს მიაღწია. სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარებები, გაფართოვდა ჯანდაცვის დაფარვა (95%), გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა. გაგრძელდა დევნილთა, ეკომიგრანტთა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. განათლების სფეროში მიმდინარეობს სისტემური რეფორმა, განახლდა პროგრამები და ინფრასტრუქტურა, გაიზარდა კვლევების დაფინანსება. კულტურისა და სპორტის მიმართულებით, გაფართოვდა პროექტები, დაფინანსდა ასობით ინიციატივა და განვითარდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა.

საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. პარალელურად, აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.

გაგრძელდა სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჰუმანიტარული ჩართულობის პროგრამები.

თავდაცვის სფეროში მიმდინარეობს გრძელვადიანი ტრანსფორმაცია 2035 წლამდე ხედვით. ვითარდება საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები, ინერგება უპილოტო სისტემები და ძლიერდება თანამედროვე მართვისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლოს უნდა წარადგინოს.

72