სამასი კაცის დაკავება არის აბსოლუტურად ლოგიკური. იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. ისინი ძირითადად პარტიული აქტივისტები იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობის დროს სამართალდამცველების მიერ სამსახურებრივ გადაცდომებზეც გამოძიება დაწყებულია.
„გამოძიება დაწყებულია, მათ შორის იმ მძიმე ინციდენტებზე, რაზეც ჩვენ საუბარი გვქონდა. რაც შეეხება მომიტინგეების მხარეს დაკავებულთა რაოდენობას, თქვენ ხედავდით მთლიანობაში რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ სისტემურ, უხეშ ძალადობაში. ეს იყო დაახლოებით 500 კაცი, რომელიც ყოველდღიურად ერთვებოდა ასეთ აქტივობებში. შესაბამისად, სამასი კაცის დაკავება არის აბსოლუტურად ლოგიკური. იყო პირდაპირი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე და მასში ძალადობრივი დაჯგუფებები პირდაპირ ჩართულნი იყვნენ. ისინი იყვნენ ძირითადად პარტიული აქტივისტები. შესაბამისად, სამასი კაცი არის აბსოლუტურად, ლოგიკური მაჩვენებელი.
სამართალდამცველების შემთხვევაშიც გამოძიება დაწყებულია“, - განაცხადა კობახიძემ.