global distribution
გარე ავეჯი

არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინფორმაციას რომ „საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოკვლევა დაიწყო“.

მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ პეტერ ფიშერი პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული.

„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა და ძალიან კარგია რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დანარჩენი ყველაფერი არის ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

108