გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მოუთმენლად ველოდები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში“, – აღნიშნავს კობახიძე.