jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს "თბილისის სითი მედიქალიდან" პაციენტმა აცნობა, კლინიკაში მედიკამენტები და ცხელი წყალი არ არის. 
 
“კლინიკაში არ არის აუცილებელი მედიკამენტები, რინგერიც კი არ არის რომ გადაგვისხან. აქ ბევრი ანემიური პაციენტი ვართ და "რკინა" არ აქვთ, გვიწევს თვითმომარაგება გადაუდებელი მედიკამენტებით, ცხელი წყალი არ არის, სახლიდან ელექტრო ჩაიდანი მოვატანინე, კვება არ ვარგა. ერთადერთი მედპერსონალი არის ძალიან მონდომებული , რომ დაგვეხმარონ, მაგრამ როგორ? "ჰეპარინიც" არ აქვთ დღეს საღამოს რომ გაგვიკეთონ. ანტიბიოტიკი შემიცვალეს, რასაც მიკეთებდნენ ის გაუთავდათ , ასე ანტიბიოტიკის შეცვლა როგორ შეიძლება?! აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ.”- განუცხადა BUSINESS TIME-ს პაციენტმა. 
 
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME დეტალების დაზუსტებას კლინიკის ადმინისტრაციასთან ცდილობს. 
 
 
 
3785